სიახლეები
info

შპს “ქართული საშემფასებლო კომპანია” წარმოადგენს პროფესიონალ შემფასებელთა, აუდიტორთა და ექსპერტთა ჯგუფს, რომელთა ძირითადი ბირთვი 1998 წლიდან ეწევა საშემფასებლო საქმიანობას. ჩვენი კომპანიის სამ შემფასებელ საქვს  MRICS წოდება (დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ შემფასებელთა სამეფო ინსიტუტის წევრები - Member of Royal Institution of Chartered Surveyors; www.rics.org), რაც მსოფლიოში აღიარებული კვალიფიკაციის აღმნიშვნელია და მიუთითებს მომსახურეობის უმაღლეს სტანდარტზე. პირველად საქართველოში ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ დაზღვეულია ჩვენი კომპანიის ექსპერტების პირადი პასუხისმგებლობა, რაც ამცირებს დამკვეთის რისკებს.

Close
სიახლეები
Open
საშემფასებლო

2017 წლის  22-23 ივნისს ქ.თბილისში ტარდება მეორე სამეცნიერო პრაქტიკულ საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია. 

მისამართი: თავისუფლების მოედანი, №4, ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზი. 

კონფერენციის მთავარი თემაა: „შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა“.

 გაიმართება დისკუსია შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირებაზე.

 კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე საშემფასებლო და აუდიტორული კომპანიები, შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (დასავლეთ და აღმოსავლეთი ევროპიდან, ყოფილი დსთ-ს ქვეყნებიდან, აშშ-დან), საქართველოს კომერციული ბანკები; სახელმწიფო ორგანიზაციები (სამინისტროები, მერია), დეველოპერები, სადაზღვევო კომპანიები, საქართველოში მოღვაწე დიდი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  და სხვა.

 კონფერენციის ძირითადი თემებია:

      1. საგირავნო ქონებების შეფასება, შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის

                        კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შეფასება
                        სასოფლო სამეურნეო მიწების შეფასება
                        უძრავი ქონების შეფასება დაბეგვრის მიზნებისათვის.

      2. საშემფასებლო სტანდარტები და მათი მოქმედების არეალი. (IVS, EVS)

 

ასევე გაიმართება დისკუსია საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის თაობაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა ძალაში შევიდეს 2017 წლის ბოლომდე.

 

* მოხსენებების და თემების ჩამონათვალი მოგვიანებით აისახება კონფერენციის დაზუსტებულ პროგრამაში. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი მოსმენილი საათების მითითებით (12 სთ)

 

 კონფერენციის პროგრამა

 

თარიღი


 

დრო


აღწერა


 

მონაწილეების ჩამოსვლა


 

სასტუმროებში განთავსება


  1. ხუთშაბათი

კონფერენციის პირველი დღე

 09:00 -10:00

 მონაწილეების რეგისტრაცია

 

 

 10:00-16:00

მისალმება.

კონფერენციის მუშაობა

ერთი ყავით შესვენება, ლანჩით შესვენება

 

 

 

ტური თბილისსა და მცხეთაში



პარასკევი

კონფერენციის მეორე დღე

 10:00-16:00

კონფერენციის მუშაობა

ერთი ყავით შესვენება, ლანჩით შესვენება

 

 

 18:30



ბანკეტი



შაბათი

მესამე დღე

с 10:00

კულტურული პროგრამა

 

 

 

მონაწილეთა გამგზავრება

 


კონფერენციის მოსაკრებელი შეადგენს 320 ლარს. 

 

საზოგადოების IVSG-ს წევრები განთავისუფლებული არიან კონფერენციის მოსაკრებლისაგან, თუ მათ წინასწარ გადახდილი აქვთ ერთი წლის საზოგადოების საწევრო გადასახადი, რომელიც შეადგენს 240 ლარს.

 

თუ კონფერენციის დელეგატს, საქართველოს მოქალაქეს, სურვილი ექნება გახდეს საზოგადოების IVSG-სწევრი და გადაიხდის ერთიანად ერთი წლის საწევროს 240 ლარს, მაშინ იგი განთავისუფლდება კონფერენციის მოსაკრებლისაგან. 

საზოგადოებაში გაწევრიანების დეტალები იხილეთ საიტზე  www.ivsg.ge

 

კონფერენციის მოსაკრებელი ფარავს: საკონფერენციო დარბაზის ქირას, კონფერენციის მასალებს, ყავით შესვენებასა და ლანჩს კონფერენციის მუშაობის ორივე დღეს, სინქრონულ თარგმანს (რუსული, ინგლისური, ქართული).

ბანკეტზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ დამატებით გადაიხადონ 130 ლარი. ბანკეტი გაიმართება 23.06.2017 საღამოს.

გთხოვთ 8 ივნისამდე გამოაგზავნოთ კონფერენციაზე მონაწილობის შევსებული განაცხადის ფორმა.

 

საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების პრეზიდენტი

ბესიკ დიაკონიძე  MRICS

site www.valuation.ge
site info@valuation.ge
site (+995 599) 57 73 15
site (+995 322) 37 44 37
site (+995 322) 14 44 55