სიახლეები
info

შპს “ქართული საშემფასებლო კომპანია” წარმოადგენს პროფესიონალ შემფასებელთა, აუდიტორთა და ექსპერტთა ჯგუფს, რომელთა ძირითადი ბირთვი 1998 წლიდან ეწევა საშემფასებლო საქმიანობას. ჩვენი კომპანიის სამ შემფასებელ საქვს  MRICS წოდება (დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ შემფასებელთა სამეფო ინსიტუტის წევრები - Member of Royal Institution of Chartered Surveyors; www.rics.org), რაც მსოფლიოში აღიარებული კვალიფიკაციის აღმნიშვნელია და მიუთითებს მომსახურეობის უმაღლეს სტანდარტზე. პირველად საქართველოში ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ დაზღვეულია ჩვენი კომპანიის ექსპერტების პირადი პასუხისმგებლობა, რაც ამცირებს დამკვეთის რისკებს.

Close
სიახლეები
Open
საშემფასებლო

2013 წლის 13-15 ივნისს ქ.ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უძრავი ქონების შეფასების აქტუალურ პრობლემებს. ეს არის საქართველოში შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზება გააკეთა ახლად შექმნილმა საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.

კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო ინტურისტში ჩატარდა, მონაწილეობდა ევროპისა და აზიის ათამდე ქვეყნის და სახელმწიფოს წამყვანი შემფასებლები, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციები, ასევე საბანკო, სადაზღვევო, აუდიტორული და რიელტორული კომპანიის წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნა აჭარის ნავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. გამომსვლელთა შორის აღსანიშნავია რუმინეთის შემფასებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯორჯ ბადესკუ, რუსეთის საშემფასებლო საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი სოლომონ დარსანია, უკრაინის შემფასებელთა თანამეგობრობის პრეზიდენტი ალექსეი ამფითეატროვი, ყაზახეთის შემფასებელთა რესპუბლიკური პალატის თავჯდომარე ბატირბეკ ნაზარბეკოვი, ყირგიზეთის შემფასებელთა საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი ნინა იგნატენკო, საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბესიკ დიაკონიძე.

კონფერენციას წერილობითი მისალმება გამოუგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

კონფერენცია ატარებდა სამეცნიერო პრაქტიკულ ხასიათს. გამომსვლელთა მოხსენებები ეძღვნებოდა ბიზნესისა და უძრავი ქონების შეფასებას საბანკო უზრუნველყოფისა და ფინანსური ანგარიშგებისათვის. ასევე შეფასების ისეთ რთულ და საინტერესო მიმართულებას, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასება, შემოსავლების მომტანი ქონების (სასტუმროები, ბენზინგასამართი სადგურები, სპორტული კომპლექსები და სხვა.) შეფასებას. ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონების შეფასების მეთოდოლოგიას და ახლებურ მიდგომებს.

იხ. ვიდეო:


 

site www.valuation.ge
site info@valuation.ge
site (+995 599) 57 73 15
site (+995 322) 37 44 37
site (+995 322) 14 44 55