ჯივისის კიდევ სამმა ექსპერტმა ევროპის აღიარებული შემფასებლის (REV) სტატუსი მოიპოვა

ჯივისის შემფასებლებმა: ლაშა ლეჟავამ, გუგა დათუკიშვილმა და ბაქარ დიაკონიძემ ევროპის შემფასებელთა ასოციაციების გაერთიანების ჯგუფის TEGoVA-ს მიერ აღიარებული ევროპის შემფასებლების (REV) წოდება მოიპოვეს.

REV უძრავი ქონების შეფასების უმაღლესი წოდებაა, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ კლიენტებს აჩვენებს, რომ შემფასებელის კვალიფიკაცია მაღალი ევროპული სტანდარტითაა გამორჩეული. REV სტატუსი ნიშნავს, რომ შემფასებელს აქვს განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და შეუძლია რთული საინვესტიციო და საფასო გადაწყვეტილების მიღება.

REV-ის მფლობელები ასევე არიან ჯივისის მთავარი შემფასებლები: გიორგი ლეჟავა, ბესიკ დიაკონიძე და ნინო ბერაია. აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი საქართველოში მხოლოდ 6 ადამიანს აქვს და ექვსივე ჯივისის გუნდის წევრია.

add valuation.ge